четверг, 21 февраля 2019 г.

 სსიპ ქალაქ ქუთაისის N30 საჯარო სკოლის მე-6კლასში ჩავატარე პრაქტიკის კვლევა : -„როგორ გავაუმჯობესოთ შემაჯამებელი შეფასების შედეგიანობა მათემატიკაში“
 
 კვლევის მიზნი იყო:
·       გამეუმჯობესებინა შემაჯამებელი დავალებების შეფასების შედეგიანობა.
·       დამეგეგმა რამდენიმე განსხვავებული ტიპის შემაჯამებელი სამუშაო და  გამეკეთებინა მოსწავლეთა  შედეგების ანალიზი.
·       დამემახვებინა მათემატიკის მასწავლებლებისთვის მრავალფეროვანი შემაჯამებელი დავალებების დაგეგმვისა და ჩატარების შედეგიანობის, რომ აღარ დაენანოთ დრო და გაანალიზონ მრავალფეროვანი შემაჯამებელი სამუშაოების საჭიროება უნარებისა და დამოკიდებულებების უკეთ შეფასებისთვის.
·       ცნობილი გამხდარიყო კონკრეტული ტიპის შემაჯამებელი დავალება რომელ უნარსა და დამოკიდებულებას აფასებს.
·       გამეზომა რამდენად გაიზრდება  მოსწავლეთა მოტივაცია და დაინტერესება.
·       
 
ჩემი პრაქტიკის კვლევის შედეგები გამეზიარებინა კოლეგებისათვის.
·       
ეფექტურად დამეგეგმა სასწავლო პროცესი და დამეხვეწა ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა.

   
კვლევა განხორციელდა 2017-2018 სასწავლო წელს და გრძელდებოდა 7 თვის მანძილზე.
მოსწავლეებისთვის საინტერესო და სახალისო იყო  სხვადასხვა ტიპის შემაჯამებელი სამუშაოები.    მოსწავლეთა გამოკითხვა ვაწარმოე ანკეტირების მეშვეობით. პედაგოგების გამოკითხვამ საინტერესო შედეგი მომცა და დამეხმარა ინტერვენციების განხორციელებაში.
             კვლევის შედეგების და თვითონ კვლევის გაზიარება კოლეგებთან დაეხმარება ჩემ კოლეგებს სწორად და გააზრებულად დაგეგმონ შემაჯამებელი სამუშაოები, გაითვალისწინონ ყველა მოსწავლის საჭიროებები და შესაძლებლობები, თვითონ წარმართონ მსგავსი კვლევები საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისთვის.
              პრაქტიკული კვლევის განხორციელების შემდეგ მიღებული შედეგების გაზიარება საკმაოდ საინტერესო ეტაპი აღმოჩნდა როგორც ჩემთვისასევე ჩემი კოლეგებისთვის.
2018 წლის 2  ივნისს   18:00 საათზე  მოვაწყვე  კვლევის შედეგების power-point  პრეზენტაცია. მათემატიკის და ინფორმატიკის კათედრის  წევრებს  და  სხვა  დაინტერესებულ პირებს  დეტალურად  გავაცანი  შემდეგი  საკითხები:  საკვლევი საკითხების  ზოგადი მიმოხილვა, კვლევის შედეგად  მიღებული ძირითადი  დასკვნები. კვლევას ესწრებოდა 14 კოლეგა. მივიღე უკუკავშირი.
https://drive.google.com/file/d/1AD4mMGHDLY1qELzWUmBeBryAkPCxGQef/view?ts=5d09e442